ივანე მაჭავარიანი: ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შევამცირეთ

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4%-ის ოდენობით, თუმცა დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე – მშპ-ს 2,1%-მდე შეგვემცირებინა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …