იანვარში სტამბოლის აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა

თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარში სტამბოლის აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა. თურქული მედიის ინფორმაციით, იანვარში სტამბოლის სამივე აეროპორტიდან 56 420 შიდა და საერთაშორისო ავიარეისი განხორციელად და მგზავრთნაკადმა 7,968 მლნ-ი შეადგინა.

DHMI-ში განმარტავენ, რომ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი იანვარში 5,119 მლნ მგზავრს მოემსახურა, საბიჰა გიგჩენის აეროპორტი კი 2,758 მლნ მგზავრს.

რაც შეეხება ახადგახსნილ აეროპორტ „სტამბოლს“, მას იანვარში სულ 92 223 მგზავრი ყავდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარში თურქეთის აეროპორტები მთლიაონობაში 14 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. საგულისხმოა, რომ იანვრის მონაცემებით, ქვეყნის საერთო მგზავრთნაკადის 57%-ის სწორედ სტამბოლის აეროპორტებზე მოდის.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …