თურქეთში ფრენისას ტელეფონის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა

თბილისი (BPI) – თურქეთში ფრენისას მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის და სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა. მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, დარღვევა იწვევს 2 124 ლირით დაჯარიმებას.

ეს იმ ფონზე, როდესაც აქამდე არსებული რეგულაციებით ჯარიმა 717 ლირას შეადგენდა.

ჯარიმას „დამნაშავეს“ თურქეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი სტრუქტურა გამოუწერს. დაჯარიმებულს კი ჯარიმის გასაჩივრება 15 დღის ვადაში შეუძლია.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …