თურნავა ხაზარაძე/ჯაფარიძეზე; სტატუსი და პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან

თბილისი (BPI) – ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ სტატუსი და პოლიტიკური მოძრაობის შექმნის არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

ეკონომიკის მინისტრი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიება უკვე სასამართლო განხილვის ეტაპზეა და რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა კონკრეტული პირის მიმართ, გამოძიების პრეროგატივაა.

“ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით. არცერთ პროექტში მონაწილეობა, არცერთი სტატუსი, არცერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან”, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

შემთხვევითი სიახლე

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარმა კვირა გაუფასურებით დაიწყო

თბილისი (BPI) – Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარმა კვირა გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობა დილით $1/₾2.92-ით გაიხსნა, ამ …