თითოეული პირბადის შეკერვა საშუალოდ 1.08 ლარი გვიჯდება

ეკონომიკის მინისტრმა ქართული წარმოების პირბადეების კერვის პროცესი და მასთან დაკავშირებული ხარჯები განმარტა. ნათია თურნავას განცხადებით, ნედლეულს უცხოეთში იძენენ.

„თითოეული პირბადის შეკერვა საშუალოდ 1.08 ლარი გვიჯდება. ეკონომიკის სამინისტრო, ყიდულობს ნედლეულს უცხოეთიდან კომერციულ ფასად. სამედიცინო დოლბანდი სტრატეგიული ნედლეულია და ბევრმა ქვეყანამ მისი გაყიდვა აკრძალა ამიტომ ჩვენი დიპლომატიური ძალებიც არიან ჩართული ამ პროცესში. გარდა ამისა, ამაში ჩადებულია ჩვენი მკერავების შრომა. ეს შრომაც და საწარმოო ხარჯები ჩადებულია თვითღირებულებაში. კონტრაქტების მიხედვით, თითოეული პირბადის შეკერვა დღგ-ს ჩათვლით, 60-70 თეთრი ჯდება.

თანაბარი პირობებია ყველა სამკერვალოსთვის. ვისაც აქვს სურვული, რომ გარკვეული მოცულობა შეგვიკეროს უფასოდ, მივესალმებით, მაგრამ დანარჩენს ვანაზღაურებთ, რათა სისტემურად მივაწოდოთ ბაზარს“,- აღნიშნა თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის Rakuten Viber-თან ერთად: მესენჯერის ფუნქციები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგება

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში …