თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გაიღებს

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გაიღებს.

ბანკის ცნობით, „თიბისი შენთვის“ – თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის.

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა – „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.

მთლიანობაში, თიბისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოსახლეობის მხარდასაჭერად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც გამოიხატება მომხმარებლისთვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებაში და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …