თიბისი საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს სერვისებს შეუფერხებლად მიაწვდის

თბილისი (BPI) – პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 10 ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს, შეეხება ყველასა და ყველაფერს. პრემიერმინისტრმა ასე უპასუხა შეკითხვას, შეეხება თუ არა შეზღუდვები და აკრძალვები რელიგიურ ორგანიზაციებს.

“მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. 10 ადამიანამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა,”- თქვა გახარიამ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო მდგომარეობა ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს კომენდანტის საათის დაწესებასა და გადაადგილების შეზღუდვას.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პრეზიდენტის ბრძანება სჭირდება, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრემიერმინისტრმა. ბრძანების გამოცემისთანავე საგანგებო მდგომარეობა 48 საათის განმავლობაში ავტომატურად შედის ძალაში, რომლის დროსაც ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

თუკი 48 საათის განმავლობაში პარლამენტი ბრძანებას არ დაამტკიცებს, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.

20 მარტს წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ისინი არც ღვთისმსახურებას შეაჩერებენ და არც ზიარების წესს შეცვლიან, რომლის დროსაც მრევლი ერთი და იმავე კოვზით ეზიარება.

შემთხვევითი სიახლე

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში …