თიბისი რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას დროებით აჩერებს

თბილისი (BPI) – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თიბისი ურჩევს მომხმარებლებს მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციური არხები, რომლითაც თითქმის ყველა საბანკო სერვისის მიღება შეუძლიათ.

20 მარტიდან, თიბისი დროებით აჩერებს მხოლოდ რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას. დაიხურება ის სერვისცენტრები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში – სავაჭრო ცენტრებში და სასამართლოში მდებარეობს, ასევე, იუსტიციის სახლში.

ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თიბისის ფილიალები მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური არხებით.

ინფორმაცია სერვისცენტრების და ფილიალების მუშაობის გრაფიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://bit.ly/33sPlo1

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …