თიბისი ბიზნესისთვის არსებული გამოწევევის ფონზე სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს

თბილისი (BPI) – თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“დამწყები ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს და არსებული გამოწვევის ფონზე, ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალ ფინანსურ პროდუქტს – სტარტაპ საწარმო სესხს ქმნის.

შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს დღეიდან შეუძლიათ და მის ფარლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად, მომხმარებლის საჭიროებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა/გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ გადასახადების დაფარვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა „სტარტაპერის“ ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა წარადგინოს. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა “სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებშიც“, რაც სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, 500 000 ლარამდე მოცულობის სესხით სტარტაპერები დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე ისარგებლებენ.

სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე

 

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისი კაპიტალის დახმარებით EBRD-მა ₾157.5 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157.5 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა. …