თიბისის მომხმარებლებს უკვე Garmin-ის მაჯის საათით გადახდა შეუძლიათ

თბილისი (BPI) – თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია. საათით უკონტაქტო გადახდის პროცესი ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ამისათვის Garmin-ის საათში სასურველი ბარათების დამატება და საათის გადახდის ტერმინალთან დადებაა საჭირო.

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ობიექტში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტერმინალია განთავსებული.

ტრანზაქციები მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხოა. Garmin-ის საათით გადახდისას, ბარათის მონაცემები მოწყობილობის სერვერში ან გადახდის ტერმინალში არ ინახება, შესაბამისად, კონფიდენციალობა მაქსიმალურადაა დაცული.

დეტალური ინფორმაცია  Garmin-ით გადახდის შესახებ

 

 

შემთხვევითი სიახლე

BAG: სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის …