თიბისის მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი

თბილისი (BPI) – აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი.

სიახლე თიბისიმ მომხმარებლის ცხოვრების გასამრტივებლად შეიმუშავა. უინტერნეტო მობაილბანკით სარგებლობისთვის, მომხმარებელს მობილურ ტელეფონში ინტერნეტი – ე.წ. Cellular data უნდა ჰქონდეს ჩართული. აპლიკაციის გამოყენებას კი ის ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებს.

„მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ისეთი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

აღნიშნული ცვლილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეული ჩვენგანი ალბათ, ხშირად ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა მობილურის ბალანსი გვეწურება, არ გვაქვს ინტერნეტპაკეტი გააქტიურებული და ბალანსის შესავსებად მობაილბანკში შესვლა გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, სიახლე მომხმარებელს ამ პრობლემებს გადაუჭრის და კიდევ უფრო გაუმარტივებს სასურველი საბანკო ოპერაციის შესრულებას“, – თეა კობახიძე, თიბისის მობაილბანკის გუნდის წევრი.

სიახლით სარგელობას თიბისის მობაილბანკის მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით სერგეენკო: ფატალური შედეგი არ არსებობს, არსებობს ფატალური დამოკიდებულება

თბილისი (BPI) – გენეტიკური და იშვიათი დაავადების  სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და  …