თიბისის დამფუძნებლებმა $20 მლნ-ის აქციები დააგირავეს

თბილისი (BPI) – TBC Bank Group თავმჯდომარე და მოადგილე GRDC Management Company – ის მეშვეობით, გამოსყიდვის სასესხო ტრანზაციაში შევიდნენ კვიპროსულ Renaissance Securities Limited-თან 933,050 TBC-ის ჩვეულებირივ აქციაზე

აღნიშნული აქციების რაოდენობა დაახლოებით TBC-ის სააქციო კაპიტალის 1.8%-ს შეადგენს. GRDC აქციებს მიყიდის კვიპროსულ კომპანიას 2021 წლის 28 ივნისისთვის გამოსყიდვის დათქმით,როგორც აქციებით უზრუნველყოფილი სესხი. ხაზარაძის 817,806 აქციაზე და ჯაფარიძის 175,244 აქციაზე ( $20.14) .

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 6,526,130 და 3,494,634 აქცია დარჩებათ და წილები, 11.89% და 6.37%-მდე შემცირდება.

ჯამში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მესამე მხარის საფინანსო ინსტიტუტებზე 8%-მდე აქციების გაყიდვას განიხილავენ.

შემთხვევითი სიახლე

აუდიტის სამსახური GBF-ს ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას (GBF) ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს. აუდიტის …