თიბისის დამფუძნებელი დავას აგრძელებს

თბილისი (BPI)-“მე არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი,
გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას, –  აცხადებს ბადრი ჯაფარიძე (თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი).

თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის დადაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. 

 მიმაჩნია, რომ ისრაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელიქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. თიბისი ბანკი არის ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ შეიძლება ნულიდანშექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟისპრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკისდამფუძნებლების, თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მეძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობისმიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივიგანცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომუცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარი ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვისგვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამითბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციურიგეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, ბადრი ჯაფარიძეს არ გამომაქვსსასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას დამივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს. რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში – მე პატივს ვცემ ბანკისგადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ. მიუხედავად დაგემილირესტრუქტურიზაციისა, თიბისის გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური დაპატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩებაის, რომთიბისი დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორებისმიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და თიბისი განაგრძობს მისიფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას”,-ნათქვამია ბიზნესმენის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის რეაბილიტაციაზე ₾1 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო …