საბანკო სექტირის მილიარდერები, თიბისის 14.6 მლრდ აქვს

თიბისიმ იაპონური, ყატარული და ჰოლანდიური ბანკებისგან $25 მლნ-ის რესურსი მიიზიდა

თბილისი (BPI) – იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციულმა ბანკებმა თიბისი ბანკს 25 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო.

თანხა თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების დაფინანსებას მოხმარდება.

“თიბისი ბანკი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან. მოზიდული საკრედიტო რესურსი ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი ბიზნესაქტივობები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც იაპონიის და ყატარის კომერციული ბანკებისგან საკრედიტო რესურსის მოზიდვა შეძლო.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …