თელიანი ველი ორ კომპანიად გაიყოფა

თბილისი (BPI) – თელიანი ველში რეორგანიზაცია იწყება, ის ორ კომპანიად იყოფა, – გადაწყვეტილება კომპანიის 85,08%-იანი წილის მფლობელმა „საქართველოს კაპიტალმა“ უკვე მიიღო.

კომპანია ღვინის საქმიანობასთან დაკავშირებულ არაპროფილურ სამიქნობას ცალკე გამოყოფს.

შეიქმნება ორი კომპანია სს „თელიანი ველი“ და „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“.

სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ გახდება სს „თელიანი ველის“ აქციათა 100%-ის მესაკუთრე. თავის მხრივ, სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგის“ აქციები განაწილებული იქნება „თელიანი ველის“ აქციონერებზე პროცენტული თანაფარდობით.

აქციონერმა გადაწყვეტილება კომპანიის ეფექტური მართვის მიზნით მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე კავშირების დამყარებისა და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, …