თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების რაოდენობა გაიზრდება

თბილისი (BPI) – თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების რაოდენობა გაიზრდება. ამასთა დაკავშირებით სემეკი თბილისის მერიასთან აქტიურად თანამშრომლობს.

როგორც გადაცემა ბიზნესპარტნიორში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ განაცხადა, მიდის მუშაობა რომ დამუხტვა დაახლოებით 300 ადგილზე იყოს შესაძლებელი.

გადაცემაში საქართველოში ახლად შექმნილი ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ სემეკი ელექტრომობილების დამუხტვის ახალი წესების შემუშავებაზე მუშაობს. კომისია საერთაშორისო გამოცდილებას სწავლობს, თუმცა ის ადაპტირებული იქნება ადგილობრივ გარემოსთან.

მაია მელიქიძის თქმით, საქართველოში ბევრი ელექტრომობილი არ არის, რაც იმით არის განპირობებული, რომ მანქანა დიდი ხნით გადაადგილების საშუალებას არ იძლება.

“თბილისში დახლოებით 300-მდე ლოკაცია უნდა იყოს, განსაკუთრებით პარკირების ადგილებში, სადაც დამონტაჟდება. ასევე ქალაქგარეთ“, – ამბობს მელიქიძე.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …