თბილისში ბინებზე მოთხოვნა პრეპანდემიურ ნიშნულს უბრუნდება

თბილისში, 2021 წლის სექტემბერში 2,997 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით კი 7%-ით მეტი. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2019 წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 138 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

RECOV.GE-ს ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,980 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 8%-ით მეტი 2019-თან შედარებით. რაც შეეხება ძველ პროექტებს, ტრანზაქციების რაოდენობა 4% ით გაიზარდა 2020 და 2019 წლებთან შედარებით.

2021 წლის სექტემბერში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 13%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, ხოლო 2019-თან – 7%-ით.

RECOV.GE-ს სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 41%-ით გაიზარდა 2020-თან შედარებით, 2019-თან შედარებით კი 3%-ით. პრემიუმ სეგმენტმა 2020 წელთან შედარებით 32%-იანი ზრდა განიცადა, 2019 წელთან შედარებით კი 6%-იანი კლება.

თბილისში, 2021 წლის პირველ ნახევარში 16,383 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით მეტია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 3%-ით.

“მიუხედავად იმისა რომ ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ბაზრის ზომის მაჩვენებელი მცირედით, 0.2%-ით შემცირდა და 738 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებას, 54%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო მკაცრი ლოქდაუნით ამ პერიოდში”, აღნიშნულია RECOV.GE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …