თბილისს 54 ახალი ავტობუსი შეემატა

თბილისი (BPI) – თბილისის ავტბუსების პარკი კიდევ უფრო გამდიდრდა. დამატებით ISUZU-ს მარკის 38 და MAN-ის 16 დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ქალაქის ქუჩებში დღეიუდან ივლის.

ISUZU-ს მარკის ავტობუსები 8-მეტრიანია, MAN-ის 10-მეტრიანი.

ავტობუსები მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. 220 ერთეული ISUZU-ს მარკის  8-მეტრიანი  ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე.  8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო  MAN-ის მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები  და   usb-დამტენები.

 

 

შემთხვევითი სიახლე

უალკოჰოლო სასმელების მარკირების თანხას ისევ სახელმწიფო გაიღებს

თბილისი (BPI) – უალკოჰოლო სასმელების მარკირების თანხას ისევ სახელმწიფო გაიღებს, – გადაწყვეტილება უკვე დაანონსა პრემიერის …