თბილისს ნარჩენების მართვის სტრატეგია ექნება

თბილისი (BPI) – თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სტრატეგიის შემუშავებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე გამოყო გრანტი დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით.  EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერით შერჩეულია ის კონსორციუმიც, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შექმნის.

„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დაეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას, გაწერს გრძელვადიან ხედვას, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კანონმდებლობითა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. რაც შეეხება საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებებს, მათ შორისაა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პირველადი კვლევა ნარჩენების განთავსებისა და რეციკლირების  პრაქტიკასთან დაკავშირებით; ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემის შეფასება, ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა, საკანონმდებლო და სატარიფოს სისტემაში ხარვეზების აღმოჩენა. ასევე, უნდა შემუშავდეს ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის ახალი და ოპტიმალური სამარშრუტო სქემები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში და უბნებში უკვე განთავსებულია სეპარაციის ურნები, თუმცა ეს არასაკმარისია.

 

შემთხვევითი სიახლე

“სოკარი“ ზესტაფონის “კათარზისის“ დასახმარებლად

თბილისი (BPI) – ქვეყანაში კოვიდ-19-ის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მძიმედ აისახა საზოგადოების დიდ ნაწილზე. განსაკუთრებით შეიცვალა …