თბილისის მერია სამი წლის განმავლობაში, მეტროს 40 ახალ ვაგონს შეისყიდის

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის.

კახა კალაძის თქმით, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დედაქალაქის მთავრობისთვის პრიორიტეტულია, 2018-2019  წლებში, ამ მიმართულებით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტია.

„პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება,  თუმცა „მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოგვიმზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა.  ამ თემაზე პირადად მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი  ჯამში, 40 ახალ  ვაგონს შეისყიდის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

PwC-ის საჯარო სექტორის და ინფრასტრუქტურის გლობალური ლიდერები თბილისში ორდღიან კონფერენციაზე იკრიბებიან

კონფერენციაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ იმსჯელებენ 11-12 …