თბილისის მერიაში კადრები იცვლება

თბილისი (BPI) – თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს.

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა, რომელიც ამჟამად, დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად საკრებულოს დასამტკიცებლად, რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა წარედგინება.

ის „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა 3 თებერვალს ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ბუნებრივი გაზის ნამწვი აირის …