თამბაქოზე თავის დანებების საშუალებები დღგ-სგან თავისუფლდება

თბილისი (BPI) – თამბაქოზე თავის დანებების საშუალებების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მთავრობამ არაერთხელ განაცხადა. უკვე დაანონსებულია, რომ იგეგმება ყველა სამკურნალო საშუალების (რომელიც გაიდლაინებით არის რეკომენდებული) დღგ-სა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.

როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამბობს, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა და პროცესი ცოტა გაიწელა.

„ამ დროისთვის საკითხი უკვე დაიძრა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში კანონპროექტი უკვე შეტანილია და გვაქვს დაპირება, რომ უახლოეს მომავალში მას პარლამენტი მიიღებს“, – განმარტავს ბახტურიძე.

მისივე თქმით, კანონპროექტის კანონად ქცევის შედეგად ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააიაფებს და ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

„ამ საკითხის მეორე მიმართულებაა მწეველი ღარიბი მოსახლეობისთვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (ასთმა, გულსისხლძარღვთა სისტემისა თუ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ის რაც კავშირშია თამბაქოს გავლენებთან) ხელმისაწვდომობა თამბაქოზე თავის დანებების საშუალებებზე გაიზარდოს და მათ სერვისი, კოლსულტაცია თუ ეს მედკამენტები იყოს უფასოდ ხელმისაწვდომი. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ვთხოვეთ მოეხდინათ ეფექტური გათვლა და შეედგინათ სახელმწიფოსთვიის ხელმისაწვდომი მედიკამენტების ჩამონათვალი და მწეველტა ამ კატეგორიისთვის სახლმეიწომ შეისყიდოს ეს მედიკამენტები. ამაზე მიდის მუშაობა, ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი ტანხები უკვე გათვალისიწნებული იქნება, რაც ღარიბ მოსახლეობას დაეხმარება, უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე,“ – აცხადებს ბახტურიძე.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …