თავდაყირა, მოძრავი ინსტალაციები და ფერების ოთახი – ილუზიების მუზეუმში

თბილისი (BPI) – აქ ერთ ოთახში გოლიათი ხარ, მეორეში ლილიპუტი, მესამეში
შენთან ერთად ინსტალაციები მოძრაობს, უყურებ და სხვა სამყაროში ხარ… ფერებით სავსე ოთახშიც შეგიძლია მოხვედრა, არც ფიგურის სხვა მხრიდან სხვაგვარად დანახვაა პრობლემა, ფოტოს გადაიღებ და აღმოაჩენ, თავდაყირა დგახარ…

ეს ილუზიაა – რეალობის მცდარი აღქმა, იმის წარმოსახვა, რაც არ არსებობს ან არსებულის არასწორი წარმოსახვაა. ილუზიას ორი მხარე
აქვს – გვატყუებს, ადამიანის ცნობიერება შეცდომაში შეჰყავს, მეორე კი რეალობას ასახავს. სწორედ ამ და კიდევ ბევრ საინტერესო და მაშტაბურ ილუზიების ჩვენებას და აგრეთვე მათ ახსნას გვპირდება ილუზიების მუზეუმი. უკვე თბილისშიც…


“21-ე საუკუნის საგამოფენო სივრცე არის ის ადგილი, სადაც მარტო ყურება არ არის საკმარისი,  უფრო მეტი ემოციაა საჭირო. სწორედ ასეთი სივრცე აკლდა თბილისს.”

აქ გაერთიანებულია პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახები, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩართვა, ფოტოების გადაღება, ცეკვა, სიცილი და ბევრი სხვა რამის კეთება შეუძლიათ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია.

პირველად ილუზიების მუზეუმი 4 წლის წინ ხორვატიაში გაიხსნა და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რამდენიმე თვეში მეორე მუზეუმაც დაიწყო ფუნქციონირება.

Museum of Illusions Tbilisi-ს ფოტო.

ილუზიების მუზეუმი ეს ყველაზე სწრაფად მზარდი სამუზეუმო ქსელია და უკვე თბილისის ჩათვლით მსოფლიოს 15 ქვეყანაშია. ახლო მომავალში 8 დამატებითი მუზეუმის გახსნა იგეგმება. მისი წარმატების საიდუმლო არის არაორდინალირი მიდგომა დამთვალიერებლის მიმართ. აქ შეგიძლით ყველაფერი, რაც სხვა მუზეუმში არის აკრძალული.

მუზეუმი მოიცავს 3 სართულს, სადაც 80-მდე ექსპონატია წარმოდგენილი და
გართობის გარდა დამთვალიერებელს სთავაზობს სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმის და მეცნიერების შესახებ. მუზეუმში სათამაშო ოთახიც არის და სუვენირების მაღაზიაც.

როგორც ილუზიების მუზეუმის გაყიდვების მენეჯერი გიორგი ზაზაშვილი ამბობს, პროექტი ხორვატიულია, რომელიც სარკე ჯგუფმა შეიძინა და განახორციელა. ინვესტიცია ქართულია.

ზაზაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე სამუზეუმო სივრცე განიცდის ევოლუციას და შესაბამისად 21-ე საუკუნის სივრცე არის ის ადგილი, სადაც მეტი თავისუფება და ემოციაა საჭირო. იმედოვნებს, რომ უახლოეს სამ თვეში მუზეუმი 60 000 დამთვალიერებელს მიიღებს.

ინტერესი მუზეუმის მიმართ საკმაოდ დიდია, რადგან biletebi.ge-ზე გააქტიურებიდან რამდენიმე საათში 50-მდე ბილეთი გაიყიდა. სტანდარტული ბილეთის ფასი ₾17.50-ია, ჯგუფებისთვის (სადაც 10-ზე მეტი ადამიანი შედის ₾10, სტუდენტებისთვის – ₾13, ბავშვებისთვის – ₾11, შეთავაზებაში იქნება family box, რაც გულისხმობს 2+2/2 ზრდასული და 2 ბავშვი, რომლის ფასი ₾39-ს.

“პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ ქვეყანაში, სტატისტიკის  მიხედვით, წელს 8 მლნ ტურისტს ველოდებით და იმედია, კლების ტენდენცია არ იქნება. ეკონომიკაში ჩვენ წვლილს რა თქმა უნდა შევიტანთ, რადგან სხვა ყველა ქალაქში ილუზიების მუზეუმი წარმატებით ფუნქციონირებს და ვიზიტორების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, თანაც ლოკაცია შევარჩიეთ ისეთი, სადაც ბევრი ტურისტი იყრის თავს. ეს არის ბეთლემის N10, ძველ თბილისში. ინვესტიცია ამ დროისთვის სრულიად ქართულია, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მათი მხრიდან დაინტერესება იქნება და საქართველოში მსგავსი სივრცეები მოეწყობა”, – განაცხადა ზაზაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ამ სივრცეში, ბეთლემის #10-ში, სხვადასხვა მიზეუმის გახსნა იგეგმება. პირველ რიგში ეს იქნება broken ship- დამსხვრეული ურთიერთობის მუზეუმი, ესეც ხორვატიული პროექტია და მისი დათვალიერება აპრილში იქნება შესაძლებელი.

ავტორები: მაკა ქოჩლაძე, ნინო ცეცხლაძე/”საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები


შემთხვევითი სიახლე

#დარჩისახლში და ისიამოვნე მუსიკით – მინერალური წყალი “ლიკანი” #SOUNDWAVE – ის სესიებს ახალი ფორმატით აგრძელებს

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი …