ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

თბილისი (BPI) – ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცეილებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთზე სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები.

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის 5 კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა ექსპლუატაციაში.

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)  და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.

შემთხვევითი სიახლე

მუცოსთვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭებას მნიშვნელოვანმია

თბილისი (BPI) – ევროკომისიიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის …