ვილნიუსის გამოფენაზე აჭარაში მოგზაურობის შესახებ მაღალი ინტერესია

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ,,Adventure 2022’’-ზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების მიმართ ინტერესი იყო მაღალი. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ლიეტუვა აჭარისთვის სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები არაერთ ცნობილ ლიეტუვურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. მზარდია ლიეტუველების ინტერესი აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რაზეც ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ჩარტერული რეისებიც მეტყველებს. 2019 წლიდან, ჩარტერები ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სრულდება.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …