“ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” COVID-19 საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაში 7 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა

თბილისი (BPI) – APEIRON Biologics AG  კაპიტალი ინვესტიციებისა და კერძო შემოწირულობების დახმარებით 11.9 მილიონით გაიზარდა. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” – 7 მილიონი ევროთი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორია. “ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” ამ ინვესტიციით APEIRON Biologics- ში 3%-იანი წილი შეიძინა.

APEIRON-ი COVID-19- ის მქონე პაციენტების სამკურნალო პრეპარატის APN01 -ის შესასწავლად ატარებს. თუ კვლევის შედეგები დადებითი იქნება, კომპანია მედიკამენტის დამზადებაზე თანხმობას დაჩქარებულ ვადებში მიიღებს  და ევროპის მასშტაბით სამომხმარებლო ბაზრებსაც მიაწოდებს.

“ჩვენთვის ეს სოციალური ინვესტიციაა. ზოგადად, სადაზღვევო კომპანიები ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის, კაპიტალის და პოზიტიური სტიმულის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან. სადაზღვევო ბიზნესის მთავარი მიზანია, გაუფრთხილდეს და შემდეგ თაობებს გადასცეს ღირებულებები, რომლებიც ქმნის დაცულობის შეგრძნებას. თუმცა, მდგრად განვითარებაზე ზრუნვა და მასში ინვესტიციის ჩადება ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური დაცვის გარანტიების შექმნა. ინვესტიციის განხორციელებისას, ვითვალისწინებთ სოციალურ და გარემოსდაცვით ტენდენციებს, რათა მონაწილეობა მივიღოთ ღირებული მომავლის შექმნაში. ამ მომენტში, ეს ნიშნავს , რომ მხარი დავუჭიროთ მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომ რაც შეიძლება მალე განავითაროს ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ. აცხადებს ელიზაბეტ შტადლერი, “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” გენერალური დირექტორი.

“ვენის სადაზღვევო ჯგუფში” შემავალმა კომპანიებმაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს covid-19-თან ბრძოლაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის კუთხით:

  • VIG-ის წევრმა კომპანიამ რუმინეთში OMNIASIASIG 50,000 ევროს სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა დააფინანსა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდებოდა სახელმწიფო საავადმყოფოებს კორონავირუსის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
  • ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ “ჯიპიაი ჰოლდინგმა” შექმნა ფონდი, რომლითაც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა COVID-19-თან მებრძოლ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. 29 000 ევრო უკვე გადაირიცხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ანგარიშზე. ჯიპიაის 900-მა თანამშრომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა ფონდში თავიანთი კონტრიბუცია გაეკეთებინათ და ამ გზით მადლიერება გამოეხატათ სამედიცინო პერსონალის მიმართ.
  • სადაზღვევო კომპანიამ ჩეხეთში The Kooperativa- მ 37 000 ევრო საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა, რომელმაც რისკ ჯგუფებისათვის დამცავი ტანისამოსი, სადეზინფექციო საშუალებები და წამლები შეიძინა. მათ ეს ნივთები მოხუცთა სახლებს, ჰოსპისებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს გადასცეს, სადაც მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების პირები და სხვა რისკ ჯგუფის მქონე პირები მკურნალობდნენ.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 30 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 25 000-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, ჯგუფი 22 მილიონ მომხმარებელს ემსახურება .

 

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …