ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება

“ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ , „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა.
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულ პირებს კი , 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება „ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ.
რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის კვლავ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული.
60 წლის ზემოთ პირები კი, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან , 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ.
ბუსტერ დოზის გაკეთება ხვალიდანაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი.
ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა.
იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 2 010 783 აცრაა ჩატარებული.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …