“ვალეს” საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა.  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ,  საბაჟო კონტროლის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამასთან, თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით (საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე” სამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე), მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები, შესაძლებელია განახორციელონ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ”) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ,,ვალეს” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო საბაჟო კონტროლის პროცედურები.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …