“ვაინ გარდსის” ღვინო ექსპორტზე გავიდა

1 მლნ. ლარის ინვესტიციით, „ვაინ გარდსმა“ ღვინის წარმოება გააფართოვა და საექსპორტო ბაზარზე წარმატებით შევიდა.

ახმეტის რაიონში მდებარე „ვაინ გარდსი“ რქაწითელის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ 10-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომლის წლიური რეალიზაციაც, საშუალოდ 50 ტონას აჭარბებს.

„ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ხარისხიანი ღვინის წარმოებაა. რთველის პერიოდიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე, ჩვენი გუნდი იცავს იმ ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღებას უზრუნველყოფს. კომპანიის დასახელება „Wine Guards“ – „ღვინის მცველები“ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, შევძელით ეტაპობრივად გაგვეძლიერებინა კომპანია. შევიძინეთ ქვევრები, ფრანგული ღვინის კასრები, ვენახის მექანიზაციისთვის საჭირო ტექნიკა და დღეს უკვე 8 ჰა. ფართობზე გაშენებული ვენახის მეშვეობით, ვახორციელებთ ღვინის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე“, – აცხადებს „ვაინ გარდსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი ჩიჩუა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

რუსულ-ბრიტანული ავტომწარმოებელი Arrival მოსკოვიდან საქართველოში გადადის

რუსულ-ბრიტანული ავტომწარმოებელი Arrival მოსკოვიდან საქართველოში გადადის. Yota-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, რუსი მილიარდერის დენის სვერდლოვის მიერ …