ექსპორტი 18%-ით გაიზარდა, იმპორტი 3%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 2,3%-ით გაიზარდა და იანვარ-აპრილში 3,9 მლრდ დოლარამდეა.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 1,133 მლრდ დოლარია, 18%-ით მეტი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; 3,1%-ით შემცირდა იმპორტი 2,726 მლრდ დოლარამდე.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აპრილში, 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%-ია. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით არის გაზრდილი და 739.9 მლნ. აშშ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …