ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მხოლოდ 2,4%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 8,126 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01%-ით მეტია.

მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 2,411 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 12.4%-ით არის გაზრდილი, იმპორტი 5,714 მლრდ დოლარს, რცა 4.4%ით ნაკლები.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,302 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ია.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2.4%-ით გაიზარდა და 1,495 მლრდ დოლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

გახარიასთვის საპენსიო რეფორმა სოციალური სტაბილურობის გარანტია, სურგულაძის გადადგომაზე კი კომენტარს არ აკეთებს

თბილისი (BPI) – საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, …