ექსპორტის ზრდა ჯგუფების მიხედვით – ლიდერობს ღვინის ექსპორტი

თბილისი (BPI) – საქართველოს მთავრობა 2019 წლის  ექსპორტის რეკორდულობაზე  აცხადებს. ისტორიული მაჩვენებელია როგორც მთლიანი ექსპორტის, ისე საქართველოდან ევროკავშირში.

-ღვინის ექსპორტი: 223 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა +13.2%);

-მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი: 133.5 მლნ აშშ დოლარი – 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 21.2%);

-თხილის ექსპორტი ზრდა: 67 მლნ აშშ დოლარი – 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 10.6%).

-ტანსაცმლის ექსპორტი: 56.9 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 53.2%);

-ციტრუსის ექსპორტი: 21 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 44.4%);

-ატმის, გარგარის, ალუბლის, ბლის, ქლიავის და ღოღნოშოს ექსპორტი: 13 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა +53.2%);

-სანელებლების ექსპორტი: 11 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 24.7%);

-ვაშლის, მსხლის და კომშის ექსპორტი: 5 მლნ აშშ დოლარი – რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 210 %);

-2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად – 489 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

-2019 წლის ექსპორტის მოცულობა 3.8 მილიარდი აშშ დოლარს აღწევს და წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით ექსპორტი 18.7%-ით გაიზარდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელმა 825.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა +13%.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …