ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს

თბილისი (BPI) – დასრულებული, თუმცა ექსპლოატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს.

კახა კალაძის თქმით, ექსპლოატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა განსაზღვრულია გამონაკლისებიც.

ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია.

კახა კალაძის თქმით, თბილისში 600-ზე მეტი ასეთი ობიექტია.

„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ძალიან დაბალია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ განცხადებებში

თბილისი (BPI) – „ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, რომელსაც შეუძლია ერთ საათში ჩაგიკეტოს ყველაფერი, საზღვრიდან დაწყებული …