ეროვნულმა ბანკმა რეზერვების მართვით 1 მილიარდზე მეტი მიიღო

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა მარტში 4.1 მლრდ ლარამდე გაზარდა, 300 მლნ-ით (01.03.2020 – 3.8 მლნ ლარი) სარეზერვო ფული, რომელიც ნაღდ ფულსაც მოიცავს, 1 აპრილისთვის ₾ 9.9მლრდ-ია

ფული მიმოქცევაში ეროვნულ ვალუტას და ბანკების დეპოზიტებს, მათ შორის სავალდებულო რეზერვებს მოიცავს, რაც $1.6 მლრდ ლარს შეადგენს. ეს ის 1,6 მლრდ -იანი ბუფერია, რომელიც საბანკო სექტორს საჭირობისას გამოუთავისუფლდება და გამოიყენებს.  სებ-ი კი ლიკვიდობას ინტერვენციებით და ბლუმბერგის ახალ პლატფორმაზე პირდაპირი ვაჭრობით მიაწვდის. ზედამხედველი ამ მიზნით გამოიყენებს სავალუტო $3.2 მილიარდიან რეზერვებს, რაც  სსფ-სთან ახლადშეთანხმებულ $347 მლნ და არსებული პროგრამით დარჩენილი $28  მილიონით რამდენიმე ტრანშად შეივსება  მაისში, ივნისში, დეკემბერსა (2020) და ივნისში (2021).

პანდემიისა და მოქმედი ლოჯისტიკური შეზღუდვების ფონზე, მოთხოვნა ნაღდ ფულზე გაზრდილია. ასევე, პანდემიაზე რეაგირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, მთავრობამ  850 მლნ -მდე საბანკო ანგარიშებიდან სებ-ში არსებულ ანგარიშზე მოაბილიზა. ბანკებს სესხების 3 თვიანი გადავადების გამო შემოდინების ნაკადები შეუმცირდა. ამიტომ არის   ბანკებიდან ლარის ლიკვიდობაზე მოთხოვნა გაზრდილი.

1 აპრილის მდგომარეობით, 3.1 მილიარდია ბანკებისთვის მიწოდებული, 2.4 მლრდ -ის რეფინანსირების სესხებით, ასევე ღია ბაზრის  და ერთკვირიანი ინსტრუმენტებით.

რეზერვების ხარჯვა სებ-საც გააღარიბებს. სხვა უფრო შემოსავლიან ინსტრუმენტებში  დასაბანდებლად ნაკლენი სასხრები დარჩება.

1 აპრილის მდგომარეობით,  მიმდინარე წლის წმინდა მოგება 1 მლრდ -ს აღემატება.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …