ეროვნული ბანკი ოქროს ზოდებს სარეალიზაციოდ აღარ გამოიტანს

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი ოქროს ზოდებს სარეალიზაციოდ აღარ გამოიტანს. ბანკმა მოჭრილი ზოდები უკვე სრულად გაყიდა.

ბოლო პერიდოში ოქროს ზოდებსა და საინვესტიციო მონეტებში ფულის დაბანდების შემთხვევები გაზრდილია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 288 221 ლარის ოქროს ზოდები და მონეტები გაიყიდა. შარშან ამავე პერიოდში 263 680 ლარის იყო რეალიზებული. მხოლოდ წელს, იანვარ-მარტში 157 ოქროს ზოდი და 63 საინვესტიციო მონეტაა გაყიდული.

ბოლო 3 წლიან პერიოდში, ოქროს მონეტების და ზოდების რეალიზაციის კუთხით 2018 წელი რეკორდული იყო. 2016 წლიდან 2019 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით სებ-მა მათი რეალიზაციით, 2.87 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში სხვადასხვა წონის 943 ოქროს მონეტა და 1436 ოქროს ზოდია გაყიდული.

“ბიზნესპარტნიორი”

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …