ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ნუგზარ ბერიძე უხელმძღვანელებს

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ნუგზარ ბერიძე უხელმძღვანელებს.
ნუგზარ ბერიძე არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში ნუგზარ ბერიძე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძისა და ქუთაისის „აკაკი წერეთლის“ უნივერსიტეტებში. 1996-2006 წლებში აგრარულ უნივერსიტეტში იგი იყო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ნუგზარ ბერიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტს.
სხვადასხვა პერიოდში ნუგზარ ბერიძე იყო ევროკავშირის Twinning-ის პროექტების ადგლობრივი მრჩეველი, მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ლიცენზირების კომიტეტის წევრი. 2007 წლიდან დღემდე არის NARUC (კომუნალური მომსახურების ეროვნული კომისისების ასოციაციების), CEER (ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს), Energy Community (ენერგეტიკული თანამეგობრობის); EU4E – ევროკავშირი საქართველოსათვის და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ენერგეტიკის რეგულირების აქტუალურ საკითხებზე ორგანიზებული სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების მონაწილე.
იგი კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა ქვეყნებს (ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკითხებში. 2014 წლიდან დღემდე, ნუგზარ ბერიძე რადიო “კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალების“ ერთ-ერთი წამყვანია.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …