ელექტრომობილები 28%-მდე მეტ CO2-ს გამოყოფენ, ვიდრე დიზელის მანქანები – გერმანელი მეცნიერები EU-ს კანონმდებლებს აკრიტიკებენ

თბილისი (BPI) – გერმანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვით, ელექტრომობილები უფრო მეტ CO2-ს გამოყოფენ, ვიდრე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები, – ამის შესახებ ინფორმაციას The Brussels Times -ი ავრცელებს.

გერმანელი მეცნიერები  აღნიშნავენ, რომ CO2-ის გამოყოფა ელექტრომობილების ელემენტების წარმოებასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან პროდუქტის მისაღებად ნახშირი და მისი გადამუშავება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მათი მტკიცებით, ელექტრომობილები 11- დან 28%-მდე უფრო მეტ ნახშირორჯანგს გამოყოფენ, ვიდრე დიზელის ძრავზე მომუშავე მანქანები.

ლითიუმის, კობალტისა და მანგანეზის მზადების პროცესი უზარმაზარი ენერგიის მოხამარებას საჭიროებს. მაგალითად, Tesla 3-ის ელემენტი, 10-წლიანი ექსპლუატაციის პირობებში, 11-15 ტონამდე CO2-ს გამოყოფს. გერმანელი მეცნიერის, კრისტოფ ბუშალის განცხადებით, ელემენტები, რომლებც მზადების პროცესში უზარმაზარ ელექტრო ენერგიის მოიხმარენ, დიზელის ძრავზე მომუშავე მანქანების მსგავსად უნდა დასაწყობდნენ.

კვლევის ავტორებმა ერთმანეთს შეადარეს Mercedes-ისა და Tesla 3 -ის მოდელები და დაასკვნეს, რომ Tesla-ს ელემენტი, ატმოსფეროში დაახლოებით 15 ტონა СО2-ს გამოყოფს, რაც დიზელისძრავზე მომუშავე „მერსედესის“ გამონაბოლქვზე მნიშვნელოვნად მეტია.

ამასთან, კვლევის ავტორები აკრიტიკებენ ევროკავშირის კანონმდებლებს იმის გამო, რომ მათელექტრომობილი „ნულოვანი გამონაბოლქვის“ მქონე სატრანსპორტო საშუალებად მიაჩნიათ. მეცნიერების აზრით, გამოსავალი არც შიდაწვის თანამედროვე ძრავებშია. საუკეთესო ვარიანტი – ეს მეთანზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილებია, რაც წყალბადზე მომუშავე ავტომობილებზეგადასვლამდე, გარდამავალ ტექნოლოგიად ფასდება.

წყარო: GHN

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ …