“ელექსირმა“ ევროპული ბიო-ორგანული სერტიფიკატი მოიპოვა

თბილისი (BPI) – „ელექსირი“ არის 100% ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ადამიანისთვის და გარემოსთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ, ბიო პროდუქტებს.

„ელექსირი“ სერტიფიცირებულია საქართველოში, ევროკავშირსა და აშშ-ში.

„ელექსირმა“ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის სრული დაცვით ბიო-ორგანული სერტიფიკატი მოიპოვა.

„ელექსირი“ ექსპორტზე ორიენტირებული ქართული საწარმოა და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს დისტრიბუტორებს მთელს მსოფლიოში. (დეტალურად)

„ელექსირი“- ს პროდუქცია 3 ძირითად სფეროს შეეხება:

ა) დეზინფექცია: სანიტარიის, ჰიგიენის, დეზინფექციისა და სტერილიზაციის მიმართულებით ევროკავშირში სერტიფიცირებული პროდუქტები:

  • ხელის და სხეულის სადეზინფექციო საშუალებები
  • ჰაერის და ზედაპირების დეზინფექტანტი
  • ვეტერინარული ჰიგიენა
  • საკვების და ჭურჭლის დეზინფექტანტი
  • სასმელი წყლისა და წყლის სისტემების დეზინფექტანტი

ბ)  აგრონომიის მიმართულებით – ეკომეგობრული პროდუქცია, რომელიც წარმოადგე­­­ნს მცენარის ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალებას.

გ)   ვეტერინარიაში –  საკვებ/სასმელ დანამატი

მოგეხსენებათ, რომ ბიო მეურნეობის მხარდაჭერა ევროკავშირისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ განსაკურებული ყურადღებით ფასდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს  ეკოლოგიურად სუფთა ორგანული ნაყოფის მიღებას.

შესაბამისად, „ელექსირისთვის“ ევროპული ბიო/ორგანული სერტიფიკატის მიღება განსაკუთრებულ უპირატესობას აძლევს დისტრიბუტორებს – მათ შეუძლიათ საშეღავათო პირობებით განახორციელონ საქართველოში წარმოებული ბიო პროდუქტის იმპორტი და რეალიზაცია ევროკავშირში.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …