“ელექსირი” მომხმარებელს ჰიგიენის მონიტორინგის სწრაფი ტესტირების სერვისს სთავაზობს

თბილისი (BPI) – “ელექსირი” მომხმარებელს სთავაზობს ჰიგიენის მონიტორინგის სერვისს სწრაფი ტესტების საშუალებით, აღნიშნული პროცედურით შესაძლებელია 1 წუთზე ნაკლებ დროში დადგინდეს როგორც ბაქტერიული დაბინძურების დონე, ასევე განისაზღვროს, ზედაპირების დასამუშავებლად გამოყენებული სადეზინფექციო ხსნარის ხარისხს.

ჰიგიენის მონიტორინგის სერვისი მოიცავს სპეციალისტის ადგილზე მისვლას, ვიზუალურ დათვალირებას, ზოგად კონსულტაციას, სურსათის უვნებლობის სტანდარტების ან სანიტარული ნომების დაცვის შესახებ და ტესტირების 2 პროცედურას.
ტესტირება ტარდება უმოკლეს დროში, ინოვაციური აპარატით, ტესტირების ნიმუშის აღება შესაძლებელია:
• ნებისმიერი სახის ზედაპირიდან;
• უმი ხორცის, რძის პროდუქტებისა და ზღვის პროდუქტის დასამუშავებელი ზედაპირიებიდან;
• სასმელებიდან (წყალი, რძე და ა.შ.)

ბაქტერიული დაბინძურების დონის დასადგენად ტესტირება უნდა გაკეთდეს სანიტარული საშუალების გამოყენებამდე. სადეზინფექციო ხსნარის ხარისხის შესამოწმებლად, რეკომენდირებულია ტესტირების 2 ჯერ ჩატარება. პირველ შემთხვევაში სწრაფი ტესტის მეშვეობით ხდება ბაქტერიული დაბინძურების დონის დადგენა, ხოლო განმეორებითი ტესტი ტარდება უშუალოდ სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ.
სწრაფი ტესტირების სერვისი, პროცედურის დაწყებამდე არ საჭიროებს ზედაპირების სპეციალურად მომზადებასა და დამუშავებას.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში …