ელევატორების გაყიდული პროდუქციის 68%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებისაა

თბილისი (BPI) – 2019 წლის II კვარტალში საქართველოში მოქმედმა 21-მა ელევატორმა მომსახურება 16 მომხმარებელს გაუწია. მათ 75 მწარმოებელისგან შეიძინა პროდუქცია.

ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 924 კაცია.

საანგარიშო პერიოდში ელევატორებში შენახული იყო 121.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 80.2% იყო ხორბალი, დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2019 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 58.7 მლნ. ლარის 74.5 ათასი ტონა პროდუქცია, აქედან 68.8% იყო ადგილობრივი. ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 85.3 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44.7%-ს, მაისში – 42.7%-ს, ივნისში 37.6%-ს.

ელევატორების უმრავლესობაც ქვემო ქართლშია (47.6%) განთავსებული. ელევატორების 19% ფუნქციონირებს თბილისში, 14.3% შიდა ქართლში, ამდენივე – სამეგრელო-ზემო სვანეთში და 4.8% გურიაში.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …