ელევატორების გაყიდული პროდუქციის ნახევარზე მეტი ადგილობრივი წარმოებისაა

თბილისი (BPI) – 2019 წლის I კვარტალში საქართველოში 23 ელევატორი ფუნქციონირებდა, მათი უმრავლესობა ქვემო ქართლის (39.2%) რეგიონშია. ელევატორების 26.1 პროცენტი ფუნქციონირებს შიდა ქართლში, 17.4% თბილისში, 13% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4.3% გურიაში.

ელევატორები საანგარიშო პერიოდში 13 მომხმარებელს მოემსახურა, პროდუქცია 72 მწარმოებელი და გადამყიდველისგან შეიძინეს.

ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 928 კაცით განისაზღვრა.

2019 წლის I კვარტალში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 101.0 ათასი ტონა პროდუქცია, 64.8% აქედან ხორბალია, დანარჩენი სიმინდი, ქერი, ქატო.

ელევატორებმა გაყიდეს 48.3 მლნ. ლარის 63.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 52.2% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 77.1 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 41%-ს, აპრილში – 39.5%-ს, მარტში 37.7%-ს.

შემთხვევითი სიახლე

BSTDB-ისგან ბაზისბანკმა ფინანსური რესურსი მიიზიდა

თბილისი (BPI) – სტამბოლში „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ რეგიონალურ ბიზნეს ფორუმზე ბაზისბანკსა და …