ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარებისთვის უნდა გადაიდგას. მათ შორის, საუბარია საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო მშენებლობების გრძელვადიან პროექტზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს სთავაზობს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის შეცვლა, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების გააქტიურების მექანიზმებზე, ძირითადად განახლებადი ენერგიების მიმართულებით.
ასევე, ყურადღება დაეთმო კურორტების პრივატიზების დაჩქარებისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს, რაც ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს.

შემთხვევითი სიახლე

ეროვნული ბანკი ინტერაქტიული სტრეს-ტესტის განახლებულ შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერაქტიული სტრეს-ტესტის განახლებულ შედეგებს აქვეყნებს, სადაც სტრესული სცენარების შემთხვევაში ბანკების კაპიტალის დინამიკაა წარმოდგენილი. სტრეს-ტესტი …