ეკონომიკა ივლისში 6.1%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ივლისში ეკონომიკა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ზრდის მაჩვენებელმა 6.1%-ს მიაღწია.

2019 წლის 7 თვეში საშუალო რეალური ზრდა 5.1%-ია.

2019 წლის ივლისში,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა  მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

შემთხვევითი სიახლე

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე კავშირების დამყარებისა და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, …