ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში, ევროკავშირში 426.9 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა, რაც 16.1%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24% სწორედ ევროკავშირზე მოდის.

იმპორტის მოცულობამ 1,084 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში 10.8%-ით არის შემცირებული და მთლიანი იმპორტის 25.9 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან სულ 1,511 მლრდ დოლარი შეადგინა, შემცირებულია 4.6%-ით.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივნისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, ამ შემთხვევაში საქართველოდან ექსპორტი 27,1%-ით არის გაზრდილი და 916.2 მლნ დოლარს აღწევს, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.6%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1,116 მლრდ დოლარია (-15.6%), რაც მთლიანი იმპორტის 26.6%-ია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2,032 მლრდ დოლარი შეადგინა (-0.5%). რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივნისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.3 პროცენტი იყო.

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …