დღეის მდგომარეობით, 232,316.0 ჰა ფართობზე ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია

ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის აუცილებელი პირობაა. ინვენტარიზაციის საფუძველზე ხდება ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია; მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, ჯამში, 232,316.0 ჰა ფართობისთვის.

2021 წელს, ტყის მართვის გეგმები მომზადდა ახმეტის (55,492.0  ჰა), ლენტეხის (79,343.0 ჰა) და ლაგოდეხის (21,116.0 ჰა) სატყეო უბნებისთვის. ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო წალკა-თეთრიწყაროს (54 202 ჰა), ამბროლაურის (81,069.0 ჰა), ადიგენის (33,836.0 ჰა), დედოფლისწყარო-სიღნაღის (19,326.0 ჰა) სატყეო უბნებზე, რომლებიც მიმდინარე წელს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ტყის ინვენტარიზაციის სარევიზიო პერიოდი 10 წელია. საქართველოში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის მასალები 1997 წლით თარიღდებოდა. ინვენტარიზაციის სამუშაობი ქვეყანაში 2013 წლიდან აღდგა. 2013 წლამდე, ტყის ინვენტარიზაცია მართვის გეგმების შედგენისა და სატყეო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით არ განხორციელებულა.

ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტად განხორციელების და სატყეო სექტორში ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ახალგაზრდა მეტყევეებისთვის 3 თვიანი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა. 2019 წელს გადამზადდა და ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდა 16 ახალგაზრდა,  2020 წელს – 21, ხოლო 2021 წელს – 8. ახალგაზრდა კადრების მოძიება და დასაქმება ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება.

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …