დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია – ირაკლი ღარიბაშვილი

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ათიათასობით ახალი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილის შექმნა. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. მინდა ვახარო ჩვენს საზოგადოებას, რომ დაახლოებით 15 000-ზე მეტი აპლიკაცია შემოსულია სოციალურად დაუცველებისგან და 3000 უკვე დაკონტრაქტებულია, – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

„პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ათიათასობით ახალი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილის შექმნა. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. მინდა ვახარო ჩვენს საზოგადოებას, რომ დაახლოებით 15 000-ზე მეტი აპლიკაცია შემოსულია სოციალურად დაუცველებისგან და 3000 უკვე დაკონტრაქტებულია და მათ უკვე გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა, ძლიან გვახარებს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ მასშტაბები. თუმცა, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ და ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში და მონაწილეობა მიიღონ ბევრ პროექტში, რომელსაც განვახორციელებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …