დოლარიზაცია საფინანსო ბაზრის მთავარ რისკად რჩება

საბანკო სექტორში, გაპრობლემებული სესხების წილი, 8.5%-დან, 6.4%-მდე შემცირდა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) შემდეგ განაცხადა, რომ ტრენდი დამაიმედებელია, დღეს ცნობილი ფაქტორების გათვალისწინებით.

შესაბამისად,  გაპრობლემება შესაძლოა  განაპირობოს იმ ფაქტორებმა, რომლებიც  დღეს ჯერ ცნობილი არ არის და პანდემიის გაურკვევლობაში როდის გაცხადდება და შესაბამისად რა შეიძლება მოყვეს, პროგნოზირება  შეუძლებელია.

პაპუნა ლეჟავას თქმით,  საფინანსო  სექტორის მდგრადობისთვის და არაჰეჯირებული მსესხებლისთვის მთავარ რისკად მაღალი დოლარიზაცია რჩება.

სებ-ის მიერ  გატარებული მთელი რიგი მაკროპრუდენციული ღონისძიებები მიუხედავად. ლარიზაცია 5%-ული პუნქტით 48%-მდე შემცირებული. პანდემიამ  ლარის მსესხებელზე  მეტად სავალუტო მსესხებელი დააზარალა.

პაპუნა ლეჟავას თქმით,  აგვისტოს მდგომარეობით, ლარის პორტფელში რესქტრუქტურიზებულის წილი 8%, დოლარში 19% და  ევროში 30% -ია.

ბანკები, პორტფელის დოლარიზაციით  /01.09.2021/

000                         % 
თიბისი15,277,70753.4 
საქართელოს ბანკი14,431,93856 
ლიბერთი1,849,34912 

წყარო: კომერციული ბანკები

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …