დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 133.2%-ით გაიზარდა

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი (1438.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 133.2%-ით (305.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.1% მოდიოდა.

2022 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.8 მლნ აშშ დოლარი (90.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის დეკემბერის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია …