დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ვითიბი ბანკი ჯორჯია შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს

პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა, აღნიშნულის სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.

“ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის “ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა. აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.

პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს”, – აცხადებენ სებ-ში.

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …