დადგა შენი პირველი iPhone-ის შეძენის დრო – არჩევანი უპირობოა

და აი, დადგა ის დრო, რომელსაც ბევრი ჩვენგანი რამდენიმე წელი ელოდა! IPhone SE-ი განახლებული სახით ტრიუმფალურად დაბრუნდა. ახალი სმარტფონი Apple-ის ოფიციალურ ვებსაიტებზე მოულოდნელად, წინასწარი პრეზენტაციების გარეშე გამოჩნდა, რასაც აჟიოტაჟი და დიდი დაინტერესება მოყვა.

მსოფლიო მედია ყველაზე ხელმისაწვდომი და აქტუალური iPhone SE–ის მოდელის პოპულარობას ერთხმად პროგნოზირებს. წინასწარი შეკვეთების შესახებ მომხმარებლების განაცხადები კი ყოველ წუთას დიდი სისწრაფით იზრდება.

ამის მთავარ მიზეზს კი ასე ხსნიან: არასოდეს ყოფილა Apple-ის უახლესი სმარტფონის დასაკუთრება ისეთი ხელმისაწვდომი როგორც ახლა. Apple-ის ახალი მოდელის ფასი 1799 ლარიდან იწყება. უკვე ისედაც მისაღები ფასი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება, როდესაც გაიგებთ, რომ ზოგიერთი ოფიციალური რესელერი iPhone SE–ის განვადებით შეძენას თვეში 89 ლარიდან გთავაზობთ!

ახალ iPhone SE-ს iPhone 8-ის დიზაინი აქვს და წარმოდგენილია სამ ფერში: შავი, თეთრი და წითელი. ახალ მოდელზე დაბრუნდა საკულტო ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით – Touch ID v2. ეკრანის ზომაა 4.7 დიუმი, Retina HD–ს მხარდაჭერით. ყველაზე მთავარი – SE–ს გააჩნია Apple–ის მოწყობილობებს შორის ყველაზე ძლიერი პროცესორი – A13 Bionic, რომელიც დამონტაჟებულია iPhone 11 და 11 Pro–ში. რაც შეეხება სხვა უპირატესობებს: მისი მთავარი კამერა 12 მეგაპიქსელით არის წარმოდგენილი, ასევე გააჩნია უკაბელო დატენვის და eSIM ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

ასეთი მოწინავე თვისებების მქონე iPhone აქამდე არასოდეს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი. ექსპერტები ახალი iPhone SE-ის დეფიციტსაც კი პროგნოზირებენ. ამიტომ გირჩევთ, რომ იჩქაროთ წინასწარ შეკვეთა, შეარჩიოთ ნანატრი ახალი პროდუქტი სასურველი ფერისა და მეხსიერების ზომებში.

საქართველოში წინასწარი შეკვეთების მიღება 21 აპრილს დაიწყო.

ახლანდელ არასტაბილურ სამყაროში, ის მაინც არ იცვლება. Apple კვლავ ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ყველას და ბაზარზე უშვებს სმარტფონს, რომელიც ნამდვილი ბესტსელერი გახდება.

ახალი iPhone SE-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან:
iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus და iTechnics.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში FDI-ს მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ეკონომიკი სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში …